მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოპოზიციის წარმომადგენლები გამოაძევეს სხდომათა დარბაზიდან

ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს შენობაში, სადაც 2017 წლის მოწვევის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს.

ცოტა ხნის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოაძევეს სხდომათა დარბაზიდან. ისინი ცდილობდნენ სხდომის ჩაშლას, რადგან ამბობენ, რომ “ვადაგასულ” საკრებულოს არ აქვს უფლება იმ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს. ოპოზიცია სასტვენებით გამოხატავს პროტესტს.

ანა წითლიძის განმარტებით, ახლადფორმირებული საკრებულოს პირობებში მმართველ პარტიას არ აქვს უმრავლესობა და პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანი სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდებაა.

მანამდე მან სცადა ბიუჯეტის პროექტი წაერთმია ახლადარჩეული მერის, მამუკა წოწერიასთვის. ის ახლაც ცდილობს სხდომათა დარბაზში შესვლას, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა სხდომის დაწყებამდე, სადაც მიიტანეს “ნახვაწა” (ღომის ქერქი), რომლის შიგნითაც ზაზუნაა.

აქცია გრძელდება სხდომის პარარელურად.

მსგავსი პოსტები

Back to top button