მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო.
მას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები და მერიის თანამშრომლები ესწრებიან. ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მათ გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ მომდევნო წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, საკრებულოს ძველი შემადგენლობა იღებს. მათი თქმით, ეს არის უკანონო და არასამართლიანი პროცესი და ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ზუგდიდის ახლად არჩეულმა მერმა მამუკა წოწერიამ “ნაციონალური მოძრაობის” და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს დესტრუქციული ძალა უწოდა და თქვა, რომ ისინი სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ, რაც არის უკანონო.