ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ანტიოკუპაციურ საბჭოს ქმნის

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პოლიტიკურმა პარტიებმა ანტისაოკუპაციო საბჭო დაფუძნების შესახებ განაცხადეს. საბჭოს 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა – “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა”. საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იყო.
კირბალში ჩასულმა პოლიტიკოსებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს საბჭოს მიზნების და ამოცანების შესახებ. განცხადებაში წერია, რომ პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ოკუპაციის თემის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში უნდა დააბრუნონ.
„ჩვენ, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე, ვერთიანდებით ანტიოკუპაციური საკოორდინაციო საბჭოს სახელით იმისთვის რომ:
დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვიმოქმედოთ პროაქტიულად და შევძლოთ ახალი საფრთხეების პრევენცია, ვაიძულოთ სახელმწიფო მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და შევცვალოთ მათი როლი დეოკუპაციის პროცესში.
ამ ინიციატივას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები: ინფორმაციული მხარდაჭერა, პოლიტიკურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სამართლებრივი დაცვა, სოციალური საკითხების სისტემური მოგვარება, ინიციატივის მხარდამჭერი საერთო ფონდის შექმნა.
„სახელმწიფოს მიტაცების, ინსტიტუტების მოშლის და მასობრივი სიღარიბის ფონზე ქვეყნის რუსეთის მიერ მუდმივად მზარდი ოკუპაციის პროცესი ვერ იკავებს სათანადო ადგილს პოლიტიკურ დღის წესრიგში. მაშინ, როდესაც სახელმწიფო და მმართველი პარტია შეგნებულად ატარებს „რუსულ ოკუპაციასთან შემრიგებლური და კოლაბორაციონისტული, მოღალატური“ პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ამოცანაა ყველა მათ ხელთ არსებული რესურსით იბრძოლოს ოკუპაციის წინააღმდეგ. დღეს, როდესაც ჩვენი პარტნიორი და მოკავშირე უკრაინის ოკუპაცია და რუსეთის აგრესია მთელი ცივილიზებული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, საქართველო ამ პროცესის მიღმაა დარჩენილი. ჩვენ, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე, ვერთიანდებით ანტიოკუპაციური საკოორდინაციო საბჭოს სახელით იმისთვის რომ: დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვიმოქმედოთ პროაქტიულად და შევძლოთ ახალი საფრთხეების პრევენცია, ვაიძულოთ სახელმწიფო მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და შევცვალოთ მათი როლი დეოკუპაციის პროცესში.
ამ ინიციატივას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები: ინფორმაციული მხარდაჭერა, პოლიტიკურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სამართლებრივი დაცვა, სოციალური საკითხების სისტემური მოგვარება, ინიციატივის მხარდამჭერი საერთო ფონდის შექმნა. ხელისუფლების მხრიდან აქტიური ანტისაოკუპაციო საერთაშორისო პოლიტიკის გატარება, ჟენევის დისკუსიებისა და სხვა საერთაშორისო პლატფორმებში მაქსიმალური გააქტიურება რუსეთის მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, შესრულების კუთხით შესაბამისი ზეწოლის განხორციელება ოკუპაციის ხაზის გადმოწევის პრევენცია და ყველა ფაქტზე აქტიური რეაგირება რუსეთისთვის, დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის დასაკისრებლად. ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, ოკუპანტების მიერ, ოკუპაციის ხაზის გადმოწევისა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და სხვა დანაშაულის პროაქტიურად პრევენციის მიზნით, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სტრუქტურების დისლოკაციის ადგილებისა და პირადი შემადგენლობისა და მათი უზრუნველყოფის მკვეთრი ზრდა. ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული სტატუსის შემუშავება, მათთვის კომუნალური გადასახადების, სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისა და ფერმერული მეურნეობის სუბსიდირების, განსაკუთრებული სოციალური და ეკონომიკური დახმარების საკანონმდებლო ბაზის შექმნა და სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიური და მრავალასპექტიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ანტისაოკუპაციო და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის საკითხებზე საზოგადოებაში ერთიანი და კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა“, – აღნიშნულია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.
გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის, ბოლო ერთი თვეა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გააქტიურდნენ, კირბალის, მეჯვრისხევის და ჯარიაშენის ტერიტორიაზე მათ ახალი ნიშნულები გააკეთეს და თხრილები გაავლეს. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ეს მცოცავი ოკუპაციის მორიგი ტალღაა, რაც მიწის ნაკვეთების დაკარგვას ნიშნავს.
ანტისაოკუპაციო საბჭოს წევრების და ადგილობრივების ხმა