რეგიონისაქართველოსიახლეები

“ოთხივე შემთხვევა უცხოეთიდანაა შემოტანილი”

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-დან 218-მდე გაიზარდა. როგორც ექიმი ამბობს, ახალი ოთხი პაციენტის დასნებოვნების წყარო ცნობილია: „უცხოეთიდან არის შემოტანილი“.

ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან, ორი პაციენტი არის ბათუმში, ხოლო ორი ინფექციურ საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმში მყოფი პაციენტები დედა-შვილია. 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი, კორონავირუსზე გამოიკვლიეს.

ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 34 ინფიცირებული იმყოფება. როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, მათ შორის შვიდ პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება. ორ შემთხვევაში დაავადება ჯერ გარკვეულწილად პროგრესირებს. „ჯერ სტაბილიზირება ვერ იქნა მიღწეული“, – აზუსტებს ეზუგბაია და დასძენს, – „დანარჩენი ხუთი პაციენტის შემთხვევაში, მიღებულია სტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე დაიწყება გამოჯანმრთელება“.

ინფექციური საავადმყოფოდან სულ 37 პაციენტი არის გამოჯანმრთელებული.

9 აპრილს დილით ინფექციური საავადმყოფოდან ტესტირებული იყო ათი პაციენტი და მათი გამოკვლევების პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

მსგავსი პოსტები

Back to top button