მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ოზურგეთის მერიის თანამშრომელს ნარკოდანაშაული ბრალდება

დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციის მიზნით შეძენის ფაქტზე, სამართალდამცავებმა ოზურგეთის მერიის თანამშრომელი დააკავეს.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაკავებულია “ქართული ოცნების” წევრი, ოზურგეთის მერიის თანამშრომლი გიორგი თავართქილაძე, რომელიც სამხედრო გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტია.

სპეცოპერაცია ქალაქის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, თავართქილაძეს დაკავებისას, თან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა.

გიორგი თავართქილაძე “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონის საარჩევნო შტაბის უფროსია.

შსს-მ გამოძიება 260-ე, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-რეალიზაციის მუხლით დაიწყო. უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button