
კაფეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარიმა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
3 ივნისს ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც პრეზიდენტი ქალაქ ხმელნიცკის ერთ-ერთ კაფეში სხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის, მთავარ სანიტარულ ექიმ ვიქტორ ლიაშკოსთან ერთად, ყავას სვამს. ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები დაწესებულებაში პირბადეების გარეშე იმყოფებოდნენ.
ქვეყანაში კვების ობიექტების მუშაობა სრულად 5 ივნისიდან განახლდება, მანამდე კი, ისინი მომხმარებლებს მხოლოდ მიტანის სერვისით ან ღია ცის ქვეშ ემსახურებიან.
„მზად ვარ, ჯარიმა გადავიხადო, თუ კანონი დაირღვა. კაფეში დამპატიჟეს, შევედი, რათა ყველაფერი გადაგვემოწმებინა.” – განაცხადა ზელენსკიმ.