![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/05/dhhdh.jpg)
პაკისტანის ქალაქ ქვეტაში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა მეჩეთში პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა, ამ დროს შენობაში, დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.