პაკისტანში 850 ადამიანი გარდაიცვალა [Video]

პაკისტანში, ანომალურად ცხელმა ზაფხულმა 850-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, – აცხადებს პაკისტანური გამოცემა Dawn.

ყველაზე მეტი ადამიანი, 23-მილიონიან ქალაქ კარაჩიში დაიღუპა. პროვინცია სინდში, ჰაერის ტემპერატურამ ჩრდილში 45 გრადუსს მიაღწია.

ხალხის მასობრივი სიკვდილი, წმინდა თვე რამადანს დაემთხვა, როდესაც განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმანი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საკვებზე, სასმელზე უარს ამბობენ, თანაც თაკარა მზის ქვეშ უწევთ მუშაობა.

პაკისტანის მეტეოროგიული სამსახურის პროგნოზით, უახლოეს დღეებში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი, მაგრამ შემდეგი კვირიდან ისევ დაცხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button