ობამამ მყვირალა კაცი დარბაზიდან გააძევა [Video]
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა იძულებული გახდა, მყვირალა კაცი დარბაზიდან გაეძევებინა. ინციდენტი თეთრ სახლში, ლგბტ-თემის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე მოხდა.
შეხვედრის დასაწყისში, დამსწრეები პრეზიდენტს ხმაურიანად მიესალმნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ადამიანმა, ობამას სიტყვის წარმოთქვის საშუალება არ მისცა. პრეზიდენტმა მას შეახსენა, რომ სტუმრად ყოფნისას, ასე არ იქცევიან. ხმაურიანი დამსწრე მაინც არ ოკდებოდა.
„ან წყნარად მოიქცევით, ან დარბაზიდან თქვენი გაყვანა მოგვიწევს… კეთილი, თუ შეიძლება გაიყვანეთ“, – მიმართა პრეზიდენტმა დაცვას.
საპასუხოდ, სტუმარმა წამოიყვირა „…არავითარი დეპორტაცია!“
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ობამამ კომენტარი გააკეთა:
„ნორმალურად მიმაჩნია, როცა დარბაზში რამდენიმე მყვირალა ადამიანია. მაგრამ არა მაშინ, როცა საკუთარ სახლში ვიმყოფები“.
ინციდენტის ჩანაწერი ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე გამოაქვეყნეს