ნაპოვნია აფთრის ლეში – ვეფხვს ვერ მიაგნეს [Audio]
თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, მიაგნეს იმ ზოლიანი აფთრის ლეშს, რომელიც 13-14 ივნისის წყალდიდობის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.
ლეში ერთ-ერთი ვოლიერის გაწმენდის შედეგად აღმოაჩინეს.
ამ ეტაპისთვის დაკარგულად ითვლება მხოლოდ ერთი ვეფხვი, მისი ძებნის პროცესი გრძელდება.
სტიქიის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, 3 კვლავაც დაკარგულად ითვლება. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, სტიქიით გამოწვეული ზარალი სავარაუდოდ 100 მილიონ ლარს მიაღწევს.
ზურაბ გურიელიძე_ხმა