მსოფლიოსიახლეები

პანდემია და შაბათობა ბელარუსში

25 აპრილს ბელარუსში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი შაბათობა გაიმართა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შაბათობის დღეს გომელის ოლქში გაემგზავრა, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წელს მომხდარი კატასტროფის შედეგად, განსაკუთრებით დაზარალდა. ბელარუსის ლიდერმა ფიჭვების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ლუკაშენკომ ტრადიციული შაბათობა არ გააუქმა. მაგრამ ხალხისადმი და პარლამენტისადმი მიმართვა, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი, განუსაზღვრელი ვადით გადადო.

ამ დროისთვის, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების 9 590 მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 67 ადამიანი.

აპრილის დამდეგს ბელარუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა დელეგაციამ მოინახულა. მათ ხელისუფლებას ურჩიეს, COVID-19-ის ეპიდემიის უარყოფითი სცენარისთვის მოემზადოს.

საპასუხოდ, ლუკაშენკომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მინსკის მიმართ ტენდენციურობაში დასდო ბრალი და გამოვიდა მოწოდებით, კორონავირუსის შესახებ სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button