“პანიკსელი დედები შვილების გადასარჩენად”
პანკისში ორგანიზაცია “პანიკსელი დედები შვილების გადასარჩენად” იქმნება – ინფორმაციას ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში მექა ხანგოშვილი ავრცელებს. მისი თქმით, დღეს პანკისის ხეობაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ახალგაზრდების გადაბირებას ახდნენ და ისინი სირიაში მიჰყავთ.
“ჩეჩენმა ქალებმა ომი ორჯერ შეაჩერეს და ეს ისტორიული ფაქტია. ჩვენ მოვახერხებთ და ამ სასაკლაოზე ჩვენი შვილების წასვლას აღვკვეთთ”, – ამბობს ხანგოშვილი.