პანკისელები გაზიფიცირებას ითხოვენ

პრეზიდენტი პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო.

ადგილობრივებმა კი პრეზიდენტს გაზიფიკაციის პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. მათ კახეთის გუბერნატორმა უპასუხა. ირაკლი შიოლაშვილი, აცხადებს, პანკსისი ხეობის გაზიფიცირებისთვის ხელისუფლება თანხების მოძიებას მომავალ წლიდან დაიწყებს.

პანკისი გაზიფიცირებული არასდროს ყოფილა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება დასახლებას ეკოლოგიური კატასტროფა დაემუქრება, რადგა გასათბობად ხე-ტყე ხეობაში მასობრივად იჩეხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button