მნიშვნელოვანირეგიონი

პანკისელი უხუცესი შვილის გარდაცვალებაში ბრალეულ ოჯახს შეურიგდა

პანკისის ხეობის უხუცესი, ხასო ხანგოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ ნონიაშვილებს შეურიგდა.
შერიგება 50 წლის გებიშ ხანგოშვილის დაკრძალვაზე, ყველას თავლწინ მოხდა.
დუისში ამბობენ, რომ ხასო ხანგოშვილი ყველას შემრიგებელია და ტრაგედიის მიუხედავად, პირველი ნაბიჯი შესარიგებლად თვითონ გადადგა.

” მართლა სავალალო შემთხვევა იყო. მსხვერპლი გახდა. ნონიაშვილების ბიჭს, მანქანის სხვა ადგილას გადაყვანა უნდოდა. რანაირად ჩაითრია მანქანამ გებიში, წარმოდგენა არ გვაქვს. უბედური შემთხვევა იყო, ფაქტიურად, არც იმ ბიჭს შეეძლო თავიდან აცილება.ჩვენი ადათით, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, მაინც სისხლი მართებს. ყველას თვალწინ, შვილის დაკრძალვაზე აპატია ხასომ ნონიაშვილებს. რთულია, ასეთ დროს ძალა იპოვოს კაცმა” – ამბობენ დუისში.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 10 ივნისს მოხდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6- ე ნაწილით დაიწყო.

სპეციალისტების განმარტებით, დაზარალებული მხარის პრეტენზიის არარსებობის შემთხვევაში, ბრალდებულს შესაძლოა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, არასაპატიმრო სასჯელი გამოიყენოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button