მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის მოსახლეობა მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს პრეტენზიებს უყენებს

ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი ავტობუსები, მგზავრებს გაჩერებაზე ტოვებენ,ხოლო ტრანსპორტში არასათანადოდ ექცევიან.

” პირველი შემთხვევა არ არის, რომ ერთი ვდგავარ გაჩერებაზე და არ მიჩერებს.ავტობუსშიც უხეშად გვეპყრობიან, არასათანადო მომართვები აქვთ. როგორც გავარკვიე, მხოლოდ მე არ მტოვებენ გაჩერებაზე, სხვებსაც ექცევიან ასე. ავტომანქანების მძღოლებიც ემდურიან, საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ და საავარიო სიტუაციებს ქმნიანო”-ამბობს რადიო ჰერეთთან ადგილობრივი მოსახლე

თელავის მერიას დაქვემდებარებული მუნიციპალური აიპის ხელმძღვანელი, ვანო იორდანიშვილი ბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

” ვიცი ამ პრეტენზიების შესახებ, ინფორმირებული ვარ. უმრავლესობა უსაფუძვლოა. საქმე იმაშია, რომ ავტობუსმა რომ გაჩერებაზე ილოცოს, ის გრაფიკს დაარღვევს და პრობლემებს შეუქმნის სხვა მგზავრებს.არასათანადო მოპყრობას რაც შეეხება, ავტობუსში დგას კამერები და ყველა პრეტენზიას ვსწავლობთ. გასულ ზაფხულს, ერთი მძღოლი წავიდა კიდეც სამსახურიდან. ჩვენი მძღოლები კონკურსით არიან შერჩეული, ტრენინგიც გავლილი აქვთ. თუ რომელიმე მგზავრის პრეტენზია საფუძვლიანია, ჩვენ დისციპლინურ სახდელს ვიყენებთ. უფრო მეტი თავდასხმა ჩვენზე მას შემდეგ წამოვიდა, რაც გადაწყდა, რომ მგზავრობა ფასიანი გახდება”- განაცხადა იორდანიშვილმა.

მუნიციპალური ავტობუსები თელავში, მეორე წელია რამდენიმე მარშრუტით მოძრაობს და დღეში, საშუალოდ, 1000 მგზავრი გადაჰყავს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავტობუსები, რომლებსაც მგზავრები აქამდე უფასოდ გადაჰყავდა, 1 აგვისტოდან 1 ლარი ეღირება.

მსგავსი პოსტები

Back to top button