მნიშვნელოვანირეგიონი

პანკისელმა აქტივისტმა საკუთარი ხარჯებით, თავისუფალი იჩქერიის დროშები დაამზადა

პანკისელმა აქტივისტმა საკუთარი ხარჯებით, თავისუფალი იჩქერიის დროშები დაამზადა და მსურველებს გადასცა.
სულხან ბორძიკაშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც სოფელ ომალოში, მგზავრების ერთ-ერთ მოსაცდელში, უკრაინისა და იჩქერიის დროშები გადაღებეს.

აქტივისტი ამბობს, რომ დროშების დამზადება რუსეთის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში მოხდა და თუ მსურველები გამოჩნდებიან, ხარჯებს კიდევ გაიღებს.
“რაოდენობას ზუსტად არ ვიტყვი, ჩემი ხარჯით, რამდენიმე დავამზადებინე და გადავეცი ვისაც სურვილი ჰქონდა. ჩემი ფინანსური შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის, მაგრამ რაც მეტად იფრიალებს თავისუფლების დროშა, მით მეტად აეშალოთ რუსეთუმეებს ნერვი.
აბსოლუტურად ყველა მსურველს უნდა შეეძლოს ამ დროშის ტარება ყველგან და ყოველთვის, არცერთმა ჩვენგანმა არ დაივიწყოს თავისუფლების იდეა და არ იქცეს კადიროვივით ფულისა და გავლენის მონად. აფრიალეთ ყველგან სადაც შეგეძლებათ, ღირსეულად, ამაყად. ეს არის ერთიანობის, თავისუფლების, რუს ოკუპანტებზე გამარჯვებისა და ღირსების სიმბოლო”-მოუწოდებს ბორძიკაშვილი.

უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ, პანკისის ხეობაში უკრაინისა და

თავისუფალი იჩქერიის დროშები, წითელი საღებავით ორჯერ გადაღებეს.
ადგილობრივები ამბობდნენ, რომ დროშებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები შლიდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button