“პანკისის ხეობაში მეწყერის საშიშროებაა”

ახმეტის რიგ სოფლებში და პანკისის ხეობაში მეწყერის საშიშროებაა – ამის შესახებ რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში თოქ-შოუ “თავისუფალი დრო”-ში. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა.

ყველაზე საშიში სოფელია ქვემო ალვანი, ძირითადი საშიშროება კი ექმნება საკარმიდამო ნაკვეთებს, დიდ ფართობებს.მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი რადიო ჰერეთთან ირწმუნება, რომ იმ ტერიტორიაზე მოსახლეობა არ ცხოვრობს.

“ასევე საფრთხე ემუქრება ქალაქ ახმეტის წყლის ცენტრალურ მაგისტრალს და ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.ახლა ძირითადი პრობლემა ჩვენ გვაქვს 6 ივნისიის სტიქიის შედეგები, რომელმაც მოსახლეობა ფაქტობრივად სახლის სახურავების გარეშე დატოვა. ამის გაკეთებას მთლიანად  ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძლებთ და დაგვჭირდება დახმარება”- განაცხადა ნასყიდაშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button