პანკისისი ხეობის “უხუცესთა საბჭოს” წევრები გუბერნატორს შეხვდნენ
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები კახეთის გუბერნატორს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმ არასრულწლოვანების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ სირიაში საბრძოლველად წავიდნენ.
მათ რეგიონის პირველ პირს პანკისის ხეობაში არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და გუშინ უხუცესთა საბჭოს მიერ მთავრობის მეთაურის სახელზე შემუშავებული მემორანდუმი გადასცეს.
ირაკლი შიოლაშვილმა მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ შესაბამისი უწყებები ახალგაზრდების დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით კი 10-ე და 11-ე კლასის მოსწავლეები სირიაში საბრძოლო მოქმედებებისთვის 6 დღის წინ გაემგზავრნენ. ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებას საქმის დროულ გამოძიებას და მოზარდების გადაბირებისთვის დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.