დააკავეს შალვა აბულაძე [აუდიო]
პოლიცილების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს, რომელიც საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დაკავებულია.ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სამართალდამცველებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია.
ამ ინფორმაციის საფუძველზე მათ ჩაატარეს სპეცოპერაცია ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, სადაც ბრალდებული დააკავეს. ამავე სახლში ნაპოვნია ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა. ამ დროისთვის ბრალდებული გადმოყვანილია თბილისში.