კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პანკისში მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, 40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სიმონ მარგოშვილისთვის პატიმრობის გამოყენების თაობაზე. პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნას, ბრალდებულის მიმალვის საფრთხითა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხით ასაბუთებდა.მკვლელობის მოტივად, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე, ეჭვიანობა დაასახელა.

მარგოშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმა დაცვის მხარეც, თუმცა ადვოკატის განმარტებით, მკვლელობა არა ეჭვიანობას, არამედ მარგოშვილსა და ქავთარაშვილს შორის წარსულში არსებულ ყოფით უთანხმოებას უკავშირდება.

წინა სასამართლო სხდომა საქმეზე, 15 მარტს ჩაინიშნა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მკვლელობა პანკისის ხეობის სოფელ დუისში 17 იანვარს მოხდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, 46 წლის სიმონ მარგოშვილმა, 40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა

მსგავსი პოსტები

Back to top button