მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში ომიკრონის პიკი იწყება

როგორ ხვდება ჯანდაცვის სამინისტრო ახალი შტამის რისკებს

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„5 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 335 შემთხვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ომიკრონის” სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება. 159 დადასტურებული შემთხვევისა და ათასობით საეჭვო პასუხის უკან, სპეციალისტების აზრით, რეალურად, ბევრად მეტი ინფიცირებულია.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება.

საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსის პიკური გავრცელების პერიოდში, მძიმე პაციენტების რაოდენობაც მოიმატებს.

ახალ შტამთან ბრძოლის მთავარ იარაღად, კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზების გამოყენება რჩება.
სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელებას კლინიკური სექტორი მომზადებული ხვდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მობილიზებული საწოლფონდის ნახევარი თავისუფალია, საჭირო მედიკამენტების მარაგი კი, კლინიკებისთვის გადაცემულია.

შესაძლოა, რეალური არ აღმოჩნდეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ომიკრონით” პანდემიის დასასრული დაიწყოს. ამის მიზეზი შესაძლოა, საფრანგეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი ვერსია გახდეს.
სპეციალისტების პროგნოზით, “ომიკრონის” შტამი საქართველოში დომინანტი იანვრის ბოლოსთვის იქნება.

“ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა უნდა გავამრავლოთ 4-ზე” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში, ამ დროისთვის, ომიკრონის 253 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

ამირან გამყრელიძის ხმა

საქართველო გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა, „ომიკრონი“ ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელებიდან გამომდინარე, შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 31 პროცენტი არის აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

მისივე შეფასებით, მოსახლეობისთვის მხოლოდ ფინანსური მოტივაცია საკმარისი არ არის, საჭიროა იმუნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

“ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, საქართველო კორონავირუსის გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა. დიდი ალბათობით, შემთხვევების 30% ან მეტი „ომიკრონით“ არის გამოწვეული. „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელების თვისებიდან გამომდინარე, გარდაუვალია – იანვარის მეორე ნახევრიდან, ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინანტი გახდება. ეს რასაკვირველია, დიდი რისკია. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის, რაც დაბალი ვაქცინაციის ქვეყანას რისკის ქვეშ აყენებს. ძალიან რთულია რა პროგნოზი იქნება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის კუთხით და ასე შემდგომ.

სხვა ქვეყნის მაგალითებს ვუყურებთ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ინფექცია გადაიტანა, ან ვაქცინაცია ჩაიტარა ავად ხდება, თუმცა ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი გადატანილი ინფექციის ან ვაქცინაციის გამო, ნაკლებად საჭიროებს ხელოვნურ ვენტილაციას. ჰოსპიტალიზაცია მაღალია, მაგრამ მძიმე პაციენტების რაოდენობა არ არის მაღალი.

საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 31 პროცენტი არის აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ძნელია პროგნოზის გაკეთება თუ როგორ იმოქმედებს „ომიკრონი“ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ტრაექტორიაზე, კერძოდ, ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილობაზე.

ვაქცინაციის ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი. ის, რომ მოზრდილი მოსახლეობის ინტერესი გაიზარდა და სახელმწიფომ ასეთი ნაბიჯები გაადგა, მისასალმებელია, მაგრამ უფრო მეტი საინფორმაციო კამპანიაა მისახმარებელი, რომ ადამიანებს გავუადვილოთ გადაწყვეტილების მიღება.

როგორც ჩანს, მხოლოდ ფინანსური მოტივაცია საკმარისი არ არის, დასაბუთებაც სჭირდება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ორჯერ აცრა, თუ „ბუსტერი“. კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი

“ომიკრონის” სამიზნე, ექიმების განცხადებით, ძირითადად ბავშვები და 40 წლამდე ასაკის ადამიანები აღმოჩნდნენ. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, მედიცინის დოქტორის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ახალი შტამის სწრაფი გავრცელება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს.

მაია ჩხაიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button