კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა დააკავეს

სამართალდამცავებმა,პანკისის ხეობაში მოკლული,ვისური მუთოშვილის ძმა შმაგი, იგივე ასლან მუთოშვილი დააკავეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გამოძიება შმაგი მუთოშვილს, ორი დანაშაულის ჩადენას ედავება.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა, მურად ქავთარშვილის სახლის დაცხრილა და სისხლის სამართლის კოდექსის 19/109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

ამის გარდა, გამოძიება მუთოშვილს, იარაღის უკანონო ტარებაშიც სდებს ბრალს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ისჯება.

შეგახსენებთ, მურად ქავთარაშვილის სახლი, 29 ივლისის ღამეს დაცხრილეს. სროლის დროს, სახლში, თავად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ვისო მუთოშვილის დაკრძალვა

ვისური მუთოშვილი გვარებს შორის სისხლიანი შეტაკების დროს, 2019 წლის 27 ნოემბერს დაიღუპა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2019 წლის 1 დეკემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, არბი ქავთარაშვილს და რამაზ ხანგოშვილს. ორივე მათგანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

2020 წლის 24აგვისტოს, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, 37 წლის ვისური (ვისო) მუთოშვილის მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რუსლან მუთოშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამზან ხანგოშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაცვის მხარემ მაშინ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

წაიკითხეთ ასევე:

პანკისში დაპირისპირებული გვარების საქმეზე განაჩენი ცნობილია

გვარების ომი პანკისში

მსგავსი პოსტები

Back to top button