ახალი ამბებიკრიმინალიმნიშვნელოვანი

პანკისში, „შორტების საქმეზე“ ბრალდებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდათ

თელავის რაიონულმა სასამართლომ, პანკისის ხეობაში ჩაცმულობის გამო მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დღეს, დახურულ სხდომაზე იმსჯელა. სასამართლომ ბრალდებული სამი პირისათვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ინციდენტის მონაწილე ორ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ კი 2000 ლარიანი გირაო გამოიყენა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება.

გამოძიება, პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულ სამ პირს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 53′ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

შეგახსენებთ, ინციდენტი პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, 8 აგვისტოს მოხდა.

სოფელ ხალაწანში მცხოვრებმა სამმა პირმა, ყვარელწყალთან მდებარე კაფეში მყოფ მამაკაცსა და მის არასრულწლოვან შვილს, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button