მოზაიკა

პაპი ფრანცისკე მოუწოდებს ყველას შეწყვიტონ რელიგიის სახელით მანიპულირება

რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს ყველას, რომ რელიგიის სახელით შეწყვიტონ მანიპულირება. პაპმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს რომ ღმერთს არავის დაცვა არ სჭირდება.

“ღმერთს არავის დაცვა არ სჭირდება და არ სურს, რომ მისი სახელი გამოიყენოს ვინმენ ხალხის ტერორისთვის.

ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რელიგიების გამოყენება სიძულვილის, ძალადობის, ექსტრემიზმის და ბრმა ფანატიზმის გასაჩაღებლად.” – წერს რომის პაპი ტვიტერზე. 

გასული წლის შობას ფრანცისკემ მრევლს მოუწოდა ეკლესიის სისუსტეებმა ქრისტეს სიყვარულზე უარი არ ათქმევინონ. მისი თქმით, მიუხედავად ადამიანების სისუსტეებისა უფალს ყველა ადამიანი განურჩევლად უყვარს.

გასულ წელს 84 წლის ფრანცისკემ კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის საქმეებზე პაპის საიდუმლოების წესი გააუქმა, რომლის მიზანიც მსგავს შემთხვევებში გამჭირვალობის ზრდაა.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button