პაპუაშვილმა ,,ირონიული,, უწოდა ზურაბიშვილის დასწრებას ტრამპის ინაუგურაციაზე
რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს.
“რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება. ნახეთ მის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიები, იმის შესახებ, რომ ტრამპმა მისი პირველი პრეზიდენტობის დროს “არჩევნები რუსეთის დახმარებით მოიგო.” ახლა ის მსგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ უწევს პროპაგანდას”, – წერს პაპუაშვილი X-ზე.
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის ვინც ახლა ინაუგურაციაზე მიდიან, ტრამპს მოიხსენიებდნენ რუს ოლიგარქად და ამერიკის სირცხვილად. საინტერესო იქნება, ინაუგურაციაზე ტრამპის მომხრეებს თუ ეტყვიან, რომ ტრამპი ამერიკის სირცხვილად მიაჩნიათ. კარგი სანახავი იქნება, იქიდან როგორ გამოასწრებენ, ხაზარაძე გარბის წინ თუ ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, „ტრამპის ადმინისტრაციას როგორმე მიეტმასნონ“.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ზურაბიშვილის თამადობით, უკვე სასაცილო მდგომარეობაშია. არ არსებობს არცერთი საკითხი, რაშიც პრეზიდენტ ბაიდენს ეწინააღმდეგებოდა ზურაბიშვილი და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამავდროულად, არ არსებობს არცერთი საკითხი, რაშიც პრეზიდენტ ბაიდენს ეთანხმებოდა დონალდ ტრამპი და ახლა ვის ინაუგურაციაზე მიდიან? რომელი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიდიან, რომელიც ეწინააღმდეგება ომს უკრაინაში და რომლის მომხრე იყო ბაიდენი? რომელიც ეწინააღმდეგება ლგბტ დროშას და ეს დროშა დღემდე უჭირავს ბაიდენსაც და ზურაბიშვილსაც? ეს არის სასაცილო მდგომარეობა, თორემ გასაგებია, რომ ბილეთს იყიდი. ასიათასობით ადამიანი ესწრება ინაუგურაციას და ზურაბიშვილსაც და ხაზარაძეს უყიდდნენ ამ ბილეთს. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, ვის ატყუებენ? ამერიკაში პრეზიდენტი ხდება ის ადამიანი, რომელიც არცერთ საკითხში არ ეთანხმებოდა ბაიდენს და ამბობდა, რომ ტრანსგენდერი არის სისულელე, რასაც ხაზარაძე ლგბტ დროშით საქართველოს პარლამენტში მხარს უჭერდა. ესეც ნიშნავს, რომ მათი დრო დასრულებულია. შორსმჭვრეტელობა რომ არ აქვთ, ამავდროულად უნდათ, ტრამპის ადმინისტრაციას როგორმე მიეტმასნონ, რაც არ გაუვათ.
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათ ლიდერებს სინდის-ნამუსს და სამართლიანობას ვერ მოჰკითხავ. რაც არ აქვთ, როგორ უნდა მოჰკითხო, მაგრამ ხალხმა რომ გაიხსენოს, ამიტომ გავახსენოთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის ვინც ახლა ინაუგურაციაზე მიდიან, ტრამპს მოიხსენიებდნენ რუს ოლიგარქად და ამერიკის სირცხვილად. საინტერესო იქნება, ინაუგურაციაზე ტრამპის მომხრეებს ეტყვიან თუ არა, რომ ტრამპი ამერიკის სირცხვილად მიაჩნიათ. კარგი სანახავი იქნება, იქიდან როგორ გამოასწრებენ, ხაზარაძე გარბის წინ თუ ზურაბიშვილი, რომელი რომელს გამოასწრებს.
საინტერესო იქნება, გაახსენონ, ტრამპთან რა დამოკიდებულება ჰქონდა „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. ხაზარაძის, ზურაბიშვილის და გვარამიას – მათი მთელი პოლიტიკა აგებული იყო და არის ლგბტ პროპაგანდასა და გაუმჭვირვალობაზე. ტრამპი ამბობს, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, ესენი კი ამბობენ, რომ გაუმჭვირვალე უნდა იყოს. ახლა გამოსავალი ჩვენს ხელშია, რომ საგამოძიებო კომისიით და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებებით კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს. ამას ჩვენ ნაცვლად სხვა არ და ვერ გააკეთებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.