პარიზის სასტუმრო Ritz-ს ხანძარი გაუჩნდა [Photo/video]
დღეს დილით, საფრანგეთის დედაქალაქში განლაგებულ სასტუმრო Ritz-ს ხანძარი გაუჩნდა, – იუწყება გამოცემა The Independent.
დაზუსტებული ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 7 საათზე მოხდა. სასტუმროს ზედა სართულებს ცეცხლი მოეკიდა. მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარმა ერთ-ერთი სართული მთლიანად გაანადგურა.
ბოლის სვეტები პარიზის სხვადასხვა რაიონებიდან მოჩანდა. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო Ritz-ი შვეიცარელმა მეწარმემ, სეზარ რიცმა 1898 წელს გახსნა. ამჟამად, მისი მფლობელი ეგვიპტელი მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედია. როგორც ცნობილია, მოჰამედის ვაჟი – დოდი და პრინცესა დიანა სასტუმრო Ritz-დან თავინათ უკანასკნელ მოგზაურობაში გაემართნენ, რომელიც ალმას ხიდის ქვეშ ავტოკატასტროფით დასრულდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27602″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]