პარიზში 5 მილიონი ადამიანი გაიფიცა [Photo]

პარიზში ტაქსის მძღოლების, ავიადისპეტჩერების, სასწავლო დაწესებულებების, საავადმყოფოებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაკების მასობრივი გაფიცვა დაიწყო, – იუწყება Interfax-ი.

პროფკავშირების მოწოდებით 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელფასის მომატება მოითხოვა და გაფიცვა გამოაცხადა.

ავიადისპეტჩერების მიერ გამოცხადებული აქციის გამო საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციამ ავიაკომპანიებს რეისების 20%-ის გაუქმება ურჩია. ამის გარდა, ტაქსის მძოლებმა საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი გზების გადაკეტვა და აეროპორტის მიმდებარე ტრასების ბლოკირება დაიწყეს.

გაფიცვის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა Twitter-ის ერთ-ერთმა მომხარებელი საკუთარ გვერდზე განათავსა და დაწერა, რომ გაფიცულები ავტომობილების საბურავებს წვავენ და პეტარდებს აფეთქებენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28117″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button