სოფელ ჩადუნიანში 18 წლამდე ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს
წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩადუნიანში 18 წლამდე ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა.
ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
თვითმკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის არ სახელდება.
როგორც სამინისტროში განანცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.