პარიზში კიმ კარდაშიანი გაქურდეს

პარიზში 5 შეიარაღებული მამაკაცი კიმ კარდაშიანს თავს დაესხა და გაქურდა, – იუწყება Reuters.

როგორც კარდაშიანის წარმომადგენელი აცხადებს, ინციდენტი ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე მოხდა. უცნობმა პირებმა კიმს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები წაართვეს.

კარდაშიანი ძლიერ შოკში ჩავარდა, მაგრამ საბედნიეროდ, სხეულის დაზიანება არ მიუღია. რეალითი შოუს ვარსკვლავის წარმომადგენლის ინფორმაციით, მძარცველებს პოლიციის ფორმა ეცვათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button