პარიზში შიშველი შვეიცარელი მხატვარი დააპატიმრეს + 18 [Video/Photo]
პარიზში, ეიფელის კოშკთან, 31 წლის შვეიცარელი მხატვარი მილო მოირე დააპატიმრეს, რომელიც თავისი „შიშველი პერფორმანსებითაა“ ცნობილი.
როგორც საფრანგეთის პრესა იუწყება, მილო გამვლელებს ერთობლივი სელფის გადასაღებად ეპატიჟებოდა. Local.fr აღნიშნავს, რომ მოირეს გარშემო ბევრი ცნობისმოყვარე ადამიანი შეიკრიბა და მასთან, ეიფელის კოშკის ფონზე, სამახსოვრო სურათებს იღებდნენ. მგრამ საღამოს 5 საათისთვის, პოლიცია ჩაერია, მოირეს ჩაცმა აიძულა და შემდეგ დააკავა.
მხატვრის მენეჯერმა და პარტნიორმა პიტერ პალმმა განაცხადა, რომ მილოს პოლიციაში თითების ანაბეჭდები აუღეს, სურათი გადაუღეს და „გალიაში“ მოათავსეს. მოგვიანებთ, მხატვარი ბრალდების წაყენების გარეშე გაათავისუფლეს და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაშიშვლებისთვის (გამონაკლისს ნუდისტური პლიაჟები წარმოადგენენ), წესრიგის დამრღვევები, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით და 15 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯებიან.
მილო მოირე „შიშველ პერფორმანსებს“ დიუსელდორფსა და კიოლნში აწყობდა. სამომავლოდ, გამოსვლებს ლონდონში, ბერლინსა და მადრიდში გეგმავს.
„ხელოვნების მეშვეობით საზღვრების გაფართოება მინდა. პერფორმანსის ჩატარების დროს, მშვიდი და გაწონასწორებული ვხდები. იმით ვარ ძლიერი, რომ საკუთარ შემოქმედებაში ეჭვიც არ მეპარება“, – განაცხადა მოირემ კიოლნში ჩატარებული პერფორმანსის შემდეგ, სადაც განცვიფრებული პუბლიკის თვალწინ, „ფერად კვერცხებს დებდა“.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12182″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]