ჟვანიას საქმეში ნაფიცი მსაჯულები ერთვებიან

ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვაში დღეიდან ნაფიცი მსაჯულები ჩაერთვებიან.
მოსამზადებელ სხდომაზე ტექნიკური დეტალები შეჯერდება, კონკრეტულად გაიწერება ვინ დაიკითხება და როდის. თორმეტ ნაფიც მსაჯულს 6 თვის განმავლობაში არჩევდნენ. მათი საქმეში ჩართვა თავად ბრალდებულებმა მოითხოვეს, რომლებიც დღეს პროცესზე წარსდგებიან.
ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დაახლობით ერთ თვეში გამოიტანენ და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით დაკავებული არიან ზურაბ ჟვანის დაცვის უფრო კობა ხარშილაძე და დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია.
დაცვის მხარის მტკიცებით, პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულები აქამდე უცნობ დეტალებს გაასაჯაროებენ.