მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტი დღეს 2 ოპოზიციონერის მანდატების გაუქმებაზე იმსჯელებს

ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის მანდატების გაუქმებაზე იმსჯელებს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს პირველებმა, სწორედ ამ ორმა პოლიტიკოსმა მიმართა.

“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, გადაწყვეტილება იქნება ისეთი რაც ქვეყანისთვის და საპარლემტო ცხოვრებისთვის იქნება მნიშვნელოვანი “არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, რომელთაც ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ და ისინი მხარს დაუჭერენ უფლებამოსილების შეწყვეტას, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, მე არ გამოვრიცხავ რომ ვიდრე 2 თებერვლამდე, როცა აღნიშნული საკითხი სესიაზე გავა, უმრავლესობის შეკრება მოხდეს და ჩვენ ამ საკითხს კიდევ ერთხელ განვიხილავთ და საერთო პოზიციაზე შევჯერდებით. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რა იქნება საერთო ჯამში საპარლამენტო ცხოვრებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის უკეთესი,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ხვალ კი უმრავლესობის წევრები უკვე დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხზე იმსჯელებენ. კენჭისყრა 2 თებერვალს მოხდება.

მოისმინეთ გიორგი კახიანის კომენტარი

მსგავსი პოსტები

Back to top button