მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა-შოთა ბურჯანაძე

კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას ხელისუფლება არ ჩქარობს, რესტორატორები კი მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე საუბრობენ.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით ,შექმნილ ვითარებაში უმთავრესი ამოცანა ქვეყნის ეტაპობრივი გახსნაა.

“აქ მსოფლიო გამოცდილება არის ეტაპობრივობა, არ შეიძლება რომ ჩვენ ყველა შეზღუდული დარგი ერთდროულად ავამუშაოთ, ამის გამო ჩვენ გაგვიჭირდება ეპიდვითარების კონტროლი და იმის შეფასება, თუ რომელმა დარგმა რა წვლილი შეიტანა ეპიდვითარების გაუარესებაში, თუ ასეთი მოხდება. აქედან გამომდინარე გარკვეული პრიორიტეტები გვაქვს დალაგებული მათ შორის ეპიდემიოლოგების მოსაზრებებიდან გამომდინარე,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე კი ამბობს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა კიდევ უფრო ცუდ ვითარებაში აღმოჩნდება თუ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები არ მოიხსნება.

“სარესტორნო ბიზნესის პრობლემა არაა მხოლოდ, იმდენად ჯაჭვურია რეაქცია სხვა სფეროებთან, რომ რეალურად პრობლემა ზოგადად სახელმწიფოსთვის იქმნება და სამწუხაროდ სოციალური აფეთქების ფონამდე მიდის ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე რომ დაახლოებით 250 ათასი ადამიანი რჩება უმუშევარი, უსახსროდ. დღესდღეობით რა რეალობაც გვაქვს მომასწავებელია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გაღარიბების და უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნის,” – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მოისმინეთ შოთა ბურჯანაძის და ნათია თურნავას კომენტარები

მსგავსი პოსტები

Back to top button