მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარე იქნება. მის ასარჩევად მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ის სპიკერის თანამდებობას თავს კარგად გაართმევს.

განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს ოპოზიციას.

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა 76-ხმიანი კვორუმით, ფარული კენჭისყრით ხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button