მნიშვნელოვანისიახლეები

ცესკოს წარმომადგენლებს მომავალ სასესიო კვირას აირჩევენ

პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს მომავალ სასესიო კვირას – ანუ თებერვლის შუა რიცხვებში აირჩევს.

კენჭისყრა საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე, გუშინ იგეგმებოდა, თუმცა პარლამენტმა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინიციატივა გაითვალისწინა და საჭირო კვორუმის არსებობის მოტივით ხმის მიცემის პროცედურა გადაიდო.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფთან ამ მიმართულებით კონსულტაციები გრძელდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ კვორუმთან დაკავშირებით პანდემიის გამო სერიოზული პრობლემები შეიქმნა, აქედან გამომდინარე კენჭისყრის გადადების აუცილებლობა გახდა საჭირო.

გივი მიქანაძის და გურამ მაჭარაშვილის ხმა

კანონმდებლებმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევანი გიორგი კალანდარიშვილისა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთონ.
“სტრატეგია აღმაშენებელში” მზად არიან მხარი ცერცვაძე დაუჭერენ, რადგან მას მიუკერძოებელ და “ქართული ოცნების” გავლენისაგან თავისუფალ კანდიდატად მიიჩნევენ.

პარტია “მოქალაქეებში” კი მიიჩნევენ, რომ გიორგი კალანდარიშვილმა გასული წლის თვითმმართველობის არჩევნები კარგად ჩაატარა და ის თავმჯდომარის პოსტს კვლავ იმსახურებს.

თეონა აქუბარდიას და ლევან იოსელიანის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button