მნიშვნელოვანისაქართველო
პარლამენტმა სექსუალურ შევიწროებაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება. კანონპროექტს მხარი 102-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პროექტის მიხედვით, ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროების პირველი ფაქტი 300 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო თუ აღნიშნული ქმედება ერთი წლის მანძილზე გაგრძელდა, ეს 500 ლარიან ჯარიმას ან ერთ თვემდე ვადით გამოსასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინება.
ასევე, კოდექსში გაიწება, რომ სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.