მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთეს

ირაკლი ღარიბაშვილსა და “ქართულ ოცნებას” ენმ-ს წევრმა ნონა მამულაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო. დეპუტატმა ჰიმნი იმ დროს ჩართო, როდესაც მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოდიოდა რის გამოც, სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლა დროებით შეაჩერა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპონენტის ქმედებას სასირცხვილო უწოდა:

„სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, თქვენ რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს და დამნახავი ამას დაინახავს”,- მიმართა კუჭავამ მამულაშვილს.

მსგავსი პოსტები

Back to top button