მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტში ცესკოს ვაკანტურ თანამდებობეზე კანდიდატების მოსმენა დაიწყო

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცესკოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილნი არიან გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.

კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს, ცესკოს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ მოუსმენს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ამ პროცესში მონაწილეობას ფრაქცია არ მიიღებს.

ბეჟაშვილის თქმით, მიმდინარე პროცესი არ შეუწყობს ხელს მაღალი კონსენსუსით – 2/3-ით ცესკოს კანდიდატურების არჩევას და საზოგადოებას ამ კომისიის მიმართ ნდობა არ ექნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button