მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული.

ისინი აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. პოლიცია ასევე მობილიზებულია ჭიჭინაძის ქუჩაზე.

პერიოდულად, ადგილზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის ვითარება იძაბება.

მანამდე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, თუმცა მოქალაქეები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, სამართალდამცავებმა მოქალაქეები დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე დააკავეს — ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გამოსვლა დაკავშირებულია გუშინ, აღდგომის საღამოს, გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის დაკავებასთან. მათი მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ პარლამენტთან და პროტესტის ნიშნად ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ, თავისი ძალოვანი სტრუქტურების მობილიზებით, გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button