პარტია “გირჩი””ქართული ოცნების”გადაწყვეტილების მოლოდინშია
იტყვიან თუ არა მანდატებზე უარს ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია “გირჩის” დეპუტატები, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვთ. ისინი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ არ დაუჭიროს მხარი ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
გირჩში აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა დიალოგის პროცესს აზრს დაუკარგავს.
“დაველოდებით ოცნების გადაწყვეტილებას, თუ ოცნება საბოლოო ჯამში ჩახსნის მანდატებს, ჩვენ განცხადება უკვე დაწერილი გვაქვს და იქვე ჩავუტანთ 5 წუთში, ჩვენი განცხადებებიც იქნება და მერე რაღაც ტექნიკური დარჩება ფორმალობები სიის ჩახსნა, იმასაც გავაკეთებთ ერთ-ორ დღეში ალბათ ეს ისტორია დასრულდება. თუ ოცნება სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, ანუ მანდატები არ იქნება გაუქმებული და დარჩება, რაღაც 1 თვე, 2 თვე, რამდენიმე კვირა მოლაპარაკებისთვის ჩვენ ვეცდებით ვიყოთ აქტიურები საჯარო სივრცეში და ბევრი ვილაპარაკოთ ამ თემაზე”, – ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე დღეს, 2 თებერვალს უნდა უყაროს. მანდატის გასაუქმებლად არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა საჭირო.