მნიშვნელოვანისიახლეები

“პარტიიდან არავინ მიდის” – რა საკითხებს განიხილავენ ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე

რამდენიმე საათი პოლითსაბჭოს სხდომამდე- სააკაშვილი თუ მელია – სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება, ვისი გავლენა იქნება გადამწყვეტი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო დღეს, 10 იანვარს, 3 საათზე სხდომას გამართავს – ეს 2022 წლის პირველი პარტიული შეკრება იქნება, რომელზეც სამომავლო გეგმებსა და შესაძლოა პარტიის სტრუქტურის ცვლილებაბზე იმსჯელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებიც იქნება და არ არის გამორიცხული ეს კობა ნაყოფიასა და ზაალ უდუმაშვილს შეეხოთ.

აღნიშნულ ინფორმაცია პარტიაში ჯერ არ ადასტურებენ. მათი განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება პარტიაში მიღებული.ისინი თვლიან, რომ ცვლილებების საჭიროებაში მოსახლეობაც დარწმუნებულია და ფიქრობენ, რომ გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი.

აკაკი მინაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ხმა

გარდა ამისა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის მოსანახულებლად”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი მივიდა მისივე თქმით- “ვისაუბრებთ სამოქმედო გეგმებზე”

როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში სააკაშვილთან მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე, პარტიის თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

ცნობისთვის, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

გიორგი ბოტკოველის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button