მნიშვნელოვანირეგიონი

მდინარის არხში გარდაცვლილი კაცი და ავტომანქანა იპოვეს

კახეთში, მდინარე ალაზნის სარწყავი არხში გარდაცვლილი მამაკაცი და მსუბუქი ავტომანქანა იპოვეს.
შემთხვევა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოხდა.
ადგილობრივები რადიო ჰერეთთან ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ დროსა და მიზეზს საქმეზე დანიშნული ექსპერტიზა დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button