“არჩევნების გადაწევა ყველას გვაწყობდა, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით”

საპარლამენტო ოპოზიცია არ გამორიცხავს მეორე ტურს და აცხადებენ, რომ ეს გარდაუალია, ვინაიდან მართველ გუნდს აღარ გააჩნია არანაირი პოლიტიკური კაპიტალი, რომ არჩევნები მოიგოს.

ამას კატეგორიულად გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა უმრავლესობის ნაწილს გარკვეული შენიშვნებიც გააჩნია არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

“ნახევრად ხუმრობით, ცოტა იქეთ გადაწევა ყველას გვაწყობდა იმიტომ, რომ გარანტირებული მომავალ პარლამენტში მოხვედრა არავის არ გვაქვს, ერთი-ორი კაცის გარდა. გამომდინარე აქედან ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით. ასე რომ, ოპოზიციას ამ კუთხით შემიძლია დავეთანხმო, შეიძლება ჯობდა ცოტა იქით. ასევე ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს მეორე ტური ბევრგან იქნება”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა თამაზ მეჭიაურმა.

ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილის თამარ კორძაიას თქმით, საკმაოდ ცნობილ კანდიდატებსაც გაუჭირდებათ 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, მეორე ტური გარდაუალია.

“პირდაპირ მინდა დავამშვიდო ის დეპუტატები რომელებიც ფიქრობენ ხელფასზე, მეორე ტური აძლევთ მათ საშუალებას, რომ მიიღონ ხელფასი ოქტომბრის თვეში და არ არის გამორიცხული ნოემბრის თვეშიც იმიტომ, რომ შეიძლება გაიწელოს ეს პროცესი. რაც შეეხება მეორე ტურებს ეს გარდაუალი პროცესია”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button