ფარული ჩანაწერის გავრცელებას გვარამია და ახვლედიანი ეხმაურებიან
ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთნ დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბარია ჩაწერილი.ნიკა გავარამია და მამუკა ახველდიანი გამოეხმაურნენ.
როგორც ახვლედიანმა განაცხადა ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ისეთი არაფერია, რაც მას საჯაროდ არ განუცხადებია.
სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მთავარ პრობლემად იმ ფაქტს ასახელებს, რომ მოქმედ მოსამართლეებს უსმენენ.
“ჩემთვის მთავარი კითხვა ამ საქმეში არის ის რომ მოქმედი მოსამართლე ფარულად ჩაწერეს და საინტერესოა როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი საჯარო სივრცეში. თურმე მოქმედი მოსამართლის ტექსტებსაც იწერენ. თვითონ ფაქტს რაც შეეხება, ჩანაწერისთვის ბოლომდე არ მისმენია, თუმცა ამ პრობლემაზე, რომელიც სასამართლოშია მე საჯარო სივრცეში და ტელევიზიით ვსაუბრობ. გაცილებით მეტ ადამიანს შევხვედრივარ და მისაუბრია ამ საკითხებზე”- აღნიშნა საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.
მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება შესაძლოა მის “გაჩუმებას” უკავშირდებოდეს.
“ეს ფსკერია უკვე, ძვირფასო მეგობრებო. მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარს აღარც უსმენენ.
ამას ქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება.
ps მე რომ პირადი ცხოვრება აღარა მაქვს ამ ქვეყანაში, ეგ უკვე არახალია”- წერს ნიკა გვარამია.
გვარამიას თქმით, როგორც მან გაიხსენა, ეს ჩანაწერი სატელეფონო საუბრიდან არ არის ამოღებული და სხვა გზითაა მოპოვებული. ამსათან დაკავშირებითგ გვარამია დღეს ბრიფინგს მართავს: “ვიხსენე, ვიხსენე (არა მარტო მე) და გავიხსენე – არ არის სატელეფონო საუბარი. გავაკეთებ განმარტებებს რა, სად, როდის.
ამასობაში, ნელნელა გამოიკვეთა კონტურები, საითკენაც მიყავთ ეს ყველაფერი.”- განაცხადა გვარამიამ.
საკითხთან დაკავშირებით რუსთვი 2-ს გენერალური დირექტორი დრეს 3 საათზე ბრიფინგს გამართვს.
ინტერნეტში ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერში თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი სასამართლოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.