მნიშვნელოვანირეგიონი

პატარძეულში “გოგლაობა 2022 ” ჩატარდა

“ნატვრის ხის” გმირები და ბროწეულის ჩრდილებში მიწვეული სტუმრები-პატარძეულში “გოგლაობა 2022 ” ჩატარდა.
დღესასწაული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, დიდი ქართველი პოეტის, გიორგი ლეონიძის 123 წლის იუბილეს მიეძღვნა.

იუბილეზე მიწვეულ სტუმრებს, გიორგი ლეონიძის სახლ_ მუზეუმის ეზოში, მისივე ნაწარმოების “ნატვრის ხის” გმირებმა, ბროწეულების ჩრდილქვეშ უმასპინძლეს.
მწერლის ეზოში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები და ახლაგაზრდები

შეიკრიბნენ, რომლებმაც ლეონიძის მოთხრობებიდან ნაწყვეტები და პოეტის ლექსები წაიკითხეს.
იუბილეზე ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი “ნატვრის ხე”და ნახატების კონკურსი – „გააცოცხლე ნატვრის ხის პერსონაჟები”, მოეწყო ინტელექტულაური თამაში, სადაც კითხვები გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიიდან და შემოქმედებიდან დაისვა.

ინტელექტუალურ თამაშში გამოვლენილ სამ გამარჯვებულ გუნდს, ფულადი ჯილდოს სახით, 3600 ლარი გადაეცა.
წელს, გიორგი ლეონიძის გარდაცვალებიდან 56 წელი შესრულდა.

სახალხო დღესასწაული გოგლაობა, კი, სოფელ პატარძეულში, პოეტის სახლის ეზოში, ყოველწლიურად,1967 წლიდან აღინიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button