მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 287 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 287 ბავშვი დაიღუპა. 12 ივნისის მონაცემებით დაშავებულია 508-ზე მეტი მცირეწლოვანი.

პროკურატორის ოფისი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტი- 217 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, ხარკივში კი 149.

➡დონეცკის რეგიონში – 217

➡ხარკოვის ოლქში – 149

➡კიევის ოლქში – 116

➡ჩერნიგოვის ოლქში – 68

➡ლუგანსკის ოლქში – 53

➡ხერსონის ოლქში – 52

➡ნიკოლაევის ოლქში – 48

➡ზაპოროჟიეს ოლქში – 30

➡სუმის ოლქში – 17

➡დედაქალაქში – 16

➡ჟიტომირის ოლქში -15.

უწყების ცნობით, რიცხვი არ არის საბოლოო, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.

გენპროკურორის ოფისის განცხადებით, საერთო ჯამში უკრაინის ტერიტორიაზე რუსული დაბომბვების შედეგად 1 971 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 194 მთლიანად განადგურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button