მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ აკურაში მოკლული მამაკაცის ოჯახი მკვლელისათვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოკლული მამაკაცის ოჯახი, ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და სასამართლოსგან სასჯელის უმაღლეს ზომას ელოდება.
გარდაცვლილი კახა მჭედლიშვილის ოჯახი ამბობს, რომ მკვლელის ოჯახის წევრებმა სოფელი უნდა დატოვონ.

” ჩემს ძმას აღარაფერი ეშველება, მაგრამ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. წავიდნენ აქედან, ყვირიან ჩვენს გასაგონად და რა ვიცი,რას არ აკეთებენ. გამომძიებელთან მქონდა აკონტაქტი და იმან გამაგებინა, რომ დაიჭირეს. უმაღლესი ზომა, ეს არის, არასაც ველოდებით”- განაცხადა მოკლულის დამ, მაია მჭედლიშვილმა.

მკვლელობისათვის ძებნილი 50 წლის მამაკაცი, პოლიციამ ბრალდებულის სახით, რუსთავში დააკავა.
ბრალდებული წარსულში, სხვადასხვა დანაშაულებისთვის არის ნასამართლევი.
გამოძიების მასალების თანახმად, მამაკაცმა 2022 წლის 21 მაისს,. თოფით მოკლა ერთი და დაჭრა სამი ადამიანი, მათ შორის, საკუთარი შვილიც.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული და მის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც, დაუსწრებლად არის გამოყენებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button