მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პატიმრების გაცვლის მორიგი ოპერაციისას გათავისუფლდნენ 63 რუსი და 116 უკრაინელი პატიმარი

4 თებერვალს რუსეთმა და უკრაინამ გამოაცხადეს პატიმრების გაცვლის მორიგი ოპერაციის შესახებ, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ 63 რუსი და 116 უკრაინელი პატიმარი. ამავდროულად, დაბრუნებულ იქნა გვამები ორი უცხოელი მოხალისისა, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში ჰუმანიტარულ სამუშაოს ასრულებდნენ.

63 რუსი სამხედროს დაბრუნების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამით დაწერა. განცხადების თანახმად, გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან “მგრძობიარე კატეგორიას” – თუმცა სამინისტრო დეტალებს არ აკონკრეტებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პატიმართა გაცვლის პროცესი შედგა “არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის შუამავლობით”.

უკრაინის ხელისუფლება იუწყება 116 ჯარისკაცის დაბრუნებაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი იერმაკმა ტელეგრამით დაწერა, რომ დაბრუნებულებს შორის არიან “მარიუპოლის მცველები, ხერსონელი პარტიზანები, სნაიპერები ბახმუტის არეალიდან”.
„ტყვეების კიდევ ერთი დიდი გაცვლა. მოვახერხეთ 116 ჩვენიანის, მარიუპოლის დამცველების, ხერსონის პარტიზანების, ბახმუტის მიმართულებით მოქმედი სნაიპერების და სხვა ჩვენი გმირების დაბრუნება“, – განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, დღეს დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტია.

იერმაკი ასევე წერს, რომ უკრაინაში დააბრუნეს ორი უცხოელი ჰუმანიტარული მუშაკის – ბრიტანელი მეთიუ პარის და ახალ ზელანდიელი ენდრიუ ტობიას მეთიუ ბაგშოუს – გვამები, და უწინ საფრანგეთის ლეგიონში მომსახურე უკრაინელი მოხალისის, იევჰენ კულიკის გვამი.

მსგავსი პოსტები

Back to top button