მნიშვნელოვანისაქართველო

პატიმრებისთვის არასასურველი ტატუების მოსაშორებლად 48 ათასი ლარი გამოიყო

იუსტიციის სამინისტრომ აქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები, არასასურველ ტატუებს უფასოდ მოიშორებენ. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრომ ორგანიზაციას 48 ათასი ლარი გამოუყო, რომლითაც 60 პატიმარი შეძლებს ტატუს მოშორებას.

„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს ტატუს მოცილების უფასო სერვისს 2013 წლიდან სთავაზობს. ამჯერად, სევისით ისარგებლებენ
ყოფილი პატიმრები, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნები და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნები. 

მსგავსი პოსტები

Back to top button