მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უპრეცედენტო გადაწყვეტილება სტრასბურგიდან

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ შემაკავებელი ზომები გამოსცა

უპრეცენდენტო გადაწყვეტილება სტრასბურგიდან.
ევროპული სასამართლო რუსეთის მთავრობისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინაში სამხედრო თავდასხმები სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე,

გადაწყვეტილებაში მკაფიოდ წერია რომ რუსეთი არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცით დადგენილ ყველა ნორმას და უკრაინაში აწარმოებს მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ გენოციდს. |
უნდა ითქვას რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარდაუვალი ზომაა რომელიც ევროსასამართლოს მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება როდესაც დამდგარი შედეგების გამოუსწორებლობის მაღალი რისკი არსებობს.

ასევე ცნობილი გახდა რომ რუსეთის მთავრობის ინტერესების დაცვაზე უარი განაცხადა ადვოკატმა, რომელიც საერთაშორისო დავებში წლების განმავლობაში სწორედ კრემლის პოზიციებს იცავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button